Nato-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან აღჭურვილობას ირანული და რუსული წარმოების თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად.
მისი თქმით, უკრაინა მიიღებს ასობით მოწყობილობას დრონის სიგნალის დაბლოკვისთვის, რაც ამ თვითმფრინავებს არაეფექტურს გახდის. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები აწვდიან უკრაინას საწვავს, ზამთრის ტანსაცმლსა და სამედიცინო მარაგს, რაც ნატოს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მხარდაჭერის ნაწილია.