ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე სომხეთში გამოძიება დაიწყო | რას ამბობენ საქართველოდან სომხეთში სატვირთოს შესვლაზე

გამოქვეყნდა:

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 8 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით. 

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე აღიძრა საერთაშორისო ტერორიზმში დახმარების, ასევე, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოების საზღვარზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდისა და დოკუმენტების გაყალბების სავარაუდო ფაქტებზე.

რუსეთის უშიშროების თანახმად, "ბულგარეთიდან საქართველოში, ფოთის პორტში, შემდეგ კი, სომხეთში ტვირთის გადაგზავნის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ უკრაინის მოქალაქეები, 1975 წელს დაბადებული მიხაილ ცურკალო, 1979 წელს დაბადებული დენის კოვაჩი, 1971 წელს დაბადებული რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინოსარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული არტურ ტერჩანიანი".

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ადასტურებს, რომ სექტემბრის ბოლოს არტურ ტერჩანიანის მიერ მართული სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში შევიდა, თუმცა ტვირთის რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად, რისკის შემცველია ფაქტორები არ გამოვლენილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი