
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქს მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა იარაღით ესხმოდნენ თავს.
"ჩვენმა დამცველებმა აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობიდან შუაღამის შემდეგ დნიპროსა და ნიკოპოლის ტერიტორიებზე ოთხი "კამიკაძე" დრონი გაანადგურეს“, - წერს რეზნიჩენკო.
მისივე ინფორმაციით, რუსების მიერ სინელნიკოვოს რაიონის დაბომბვის შედეგად 51 წლის კაცი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო და საცხოვრებელი სახლები.
მისივე ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლის რაიონი "გრადებით", მძიმე არტილერიითა და დრონებით დაბომბეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, რუსმა ოკუპანტებმა დილით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. მერის მოვალეობის შემსრულებლის, ანატოლი კურტევმას ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია .