დღევანდელ დღეს გაუმარჯოს, ქალბატონ თეას დავლოცავ - მესხეთის თეატრის მადლობა და ტორტი წულუკიანს

გამოქვეყნდა:

"დღევანდელ დღეს გაუმარჯოს, კულტურის მინისტრს დავლოცავ, ქალბატონ თეას, ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა" -  მესხეთის დრამატული თეატრის დასმა, მიკროავტობუსის გადაცემისთვის კულტურის მინისტრს სამადლობელი ვიდეო მიუძღვნა.

ინფორმაციას და ვიდეოს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. მედია ამბობს, რომ მოგვიანებით ეს ვიდეო დასმა საკუთარი Facebook გვერდიდან წაშალა.

ვიდეოში ჩანან დასის წევრები, რომლებიც მინისტრის სადღეგრძელოს სვამენ, ნაჩუქარი მიკროავტობუსი, ტორტი წარწერით "მადლობა თეა წულუკიანს". 

"აი ახლა, თანამედროვე მომავალი [ მიკროავტობუსზე] რისი თქმა მინდა, რომ მომავლის იმედი მაქვს და ვიცი, რომ  ყველაფერი, არა მარტო ჩვენ თეატრს, საქართველოს თეატრებს, ძალიან დიდი და კარგი მომავალი ექნება, ამიტომ მადლობა ქალბატონო თეა, მთელი კოლექტივის სახელით", - ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი ქალი.

კიდევ ერთი დასის წევრი ამბობს, რომ თეატრში ყველაზე მეოცნებე ხალხი ცხოვრობს.

ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონებში კულტურის სამინისტრომ 10 თეატრს ახალი მიკროავტობუსები გუშინ გადასცა. სამინისტრო ამბობს, რომ საზეიმო ღონისძიებას მინისტრი, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიკროავტობუსების შესყიდვის თანხა 1 061 480 ლარს შეადგენს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი