ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა - რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსეთმა პარასკევს დილით განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ რაკეტები ჩამოაგდო ბელგოროდის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ოკუპანტი ქვეყანა ამბობს, რომ ნამსხვრევები რკინიგზის მიმდებარედ ჩამოვარდა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. 

გარდა ამისა, რუსეთის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში, ოქტიაბრსკის დასახლებაში საბრძოლო მასალის საწყობი აფეთქდა. რუსეთის მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. 

"ბელგოროდის რაიონის სოფელ ოქტაბრსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, აფეთქდა საბრძოლო მასალის საწყობი. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ხუთშაბათს მოსკოვმა და კიევმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ბელგოროდის საცხოვრებელ კორპუსზე მიყენებული ზიანის გამო.  უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა რაკეტა გაუშვა ხარკოვის მიმართულებით, თუმცა მიზანში ვერ მოარტყა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი