"უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-ის მუშაობის შესანარჩუნებლად" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

ილონ მასკის SpaceX-ის განცხადებას, რომ უკრაინას Starlink-ებს უფასოდ აღარ მიაწვდის, მიხაილო პოდოლიაკი ეხმაურება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყანა გამოსავალს იპოვის, რომ "სტარლინკის" მუშაობა შეინარჩუნოს.

"მოდით, ვიყოთ გულახდილები. მოგვწონს თუ არა, ილონ მასკი ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაგვეხმარა. კომპანიას საკუთარი სტრატეგიების განსაზღვრის უფლება აქვს. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-ის მუშაობის შესანარჩუნებლად. ველოდებით, რომ კომპანია მოლაპარაკებების დასრულებამდე სტაბილურ კავშირს უზრუნველყოფს". - წერს პოდოლიაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი