აშშ უკრაინისთვის 725 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს - Reuters

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები უკრაინაში 725 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში გაუგზავნის საბრძოლო მასალას და ჰამვის არმიის სატვირთოებს. ამის შესახებ Reuters 
ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იტყობინება.

აშშ-ის მაღაჩინოსნების თქმით, დახმარება არ შეიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. 

ეს პაკეტი, რომელიც შესაძლოა პარასკევს გაიცეს, არის პირველი დახმარების პაკეტი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო დღეებში უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, ასევე განაცხადეს, რომ პაკეტის გამოცხადების დრო, ასევე მისი შინაარსი და ღირებულება შეიძლება შეიცვალოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი