
ლიეტუვა მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდებს, ერთობლივად გადაიხადონ უკრაინის გადასახადები Starlink-ისთვის.
"ჩვენ ვიპოვით გზას, რომ შევქმნათ უკრაინის მოკავშირეთა კოალიცია Starlink-ის გადასახდელად, ან ვიპოვოთ ალტერნატიული მიმწოდებელი", - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
შეგახსენებთ, რომ მასკის SpaceX-ის თქმით, უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ STARLINK-ს უფასოდ აღარ მიაწვდის.
Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინის სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყარო იყო, რაც მათ საშუალებას აძლევდათ ებრძოლათ და დარჩენილიყვნენ კავშირზე მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი და საკაბელო ქსელები ნადგურდებოდა.