რუსეთის ომი უკრაინაში | ISW-ის 15 ოქტომბრის მთავარი მიგნებები

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტი უკრაინაში რუსეთის ომზე ამერიკელი ანალიტიკოსების ყოველდღიურ მიმოხილვას ავრცელებს.

იხილეთ ISW-ის 15 ოქტომბრის ყოველდღიური ანალიზის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთი უკრაინელების იძულებით დეპორტაციას ახორციელებს, რაც გარდა გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის კონვენციის აშკარა დარღვევისა, სავარაუდოდ, მიზანმიმართულ ეთნიკურ წმენდას წარმოადგენს.
  • ცნობილმა რუსმა სამხედრო ბლოგერებმა, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ არსებობს "მოსაკლავი ადამიანების სია", რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული, მოგვიანებით ინფორმაცია უარყვეს.
  • ვაგნერის დაჯგუფება, სავარაუდოდ, აგრძელებს ძალისხმევას დაამტკიცოს თავისი უპირატესობა თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის უფრო კონვენციურ სახმელეთო ძალებზე.
  • რუსეთმა სავარაუდოდ, ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს ირანთან Arash-2-ის უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებაზე. (ვრცლად)
  • რუსული ძალები განაგრძობდნენ შეტევებს კრემინას დასავლეთით.
  • რუსი სამხედრო ბლოგერები ინტენსიურად განიხილავენ  უკრაინის კონტრშეტევის ალბათობას კრემინასა და სვატოვზე.
  • რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევა დაიწყეს ჩრდილოეთ ხერსონის ოლქში.
  • რუსეთის ძალებმა გააგრძელეს სახმელეთო შეტევები დონეცკის ოლქში.
  • უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დაარტყეს რუსულ სამხედრო აქტივებს, რომლებიც განლაგებულია რუსეთის სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზების (GLOCs) გასწვრივ ზაპოროჟიასა და დონეცკის სამხრეთ ოლქში.
  • მობილიზებული რუსული ძალები ბელგოროდის ოლქის საწვრთნელ მოედანზე ძმათამკვლელ ჩხუბში ჩაერთნენ. (ვრცლად)
  • რუსეთისა და საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები განაგრძობდნენ გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას და მკაცრი სამართალდამცავი საქმიანობის განხორციელებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი