
16 ოქტომბერს ოდესის პორტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული 4 გემი გავიდა. ცნობილია, რომ პროდუქციას შორისაა 140 000 ტონა მარცვლეული.
გემების მეშვეობით, ე.წ. "უსაფრთხო დერეფნის“ ინიციატივის ფარგლებში კენიას ათობით ათას ტონა ხორბალს მიაწვდიან, აფრიკაში უკვე 1,1 მილიონი ტონა საკვები გაიგზავნა.
ცნობისთვის, უკრაინის პორტებიდან სულ 341 გემი გავიდა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული
პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 7,5 მლნ ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
22 ივლისს უკრაინამ, თურქეთმა, რუსეთმა და გაერომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის სამი პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ.