
რომის პაპი ფრანცისკე თავის ახალ წიგნში წერს, რომ გაერო ახალი რეალობისთვის აღარ გამოდგება და ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობა მკაფიოდ ჩანს.
მისივე მოსაზრებით, "პანდემიამ და უკრაინაში რუსეთის ომმა საერთაშორისო ორგანიზაციის შესაძლებლობის ზღვარი გამოაჩინა" და უკვე ცხადი გახდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მოძებნოს კონფლიქტების გადაჭრის უფრო მოქნილი და ეფექტური გზები.
"საომარ დროს მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ უფრო მრავალმხრივები უნდა ვიყოთ და ეს მრავალმხრივობა უკეთესი უნდა იყოს" - წერს რომის პაპი.
ცნობისთვის, პონტიფიკოსის ახალი წიგნი იტალიაში გაყიდვაში 18 ოქტომბერს გამოვა.