ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაწილს ჩეჩნეთის ძალები აკონტროლებენ - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინა აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაწილს ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი წერს, რომ ე.წ. სწრაფი რეაგირების სპეციალურ რაზმ "ახმატს" ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე: ჩეჩენი რამზან კადიროვი.

"ცნობილია, რომ სადგურის ნაწილს ცოტა ხნის წინ აკონტროლებდა კადიროვის ბანდა... რომელიც ათავსებდა აღჭურვილობასა და იარაღს პირდაპირ #1 და #2 ტურბინის დარბაზებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოთხშაბათს ჩეჩნეთის ლიდერმა კადიროვმა Telegram-ის პოსტში დაწერა, რომ მისი ქვედანაყოფი ენერგოდარშია, ზაპორიჟიეს ქარხნის მიმდებარე ქალაქში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი