უკრაინის სამხრეთში და აღმოსავლეთში ათობით "კამიკაძე" დრონი გავანადგურეთ - საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს, გამთენიისას, გაანადგურეს ათობით ირანული წარმოების "შადედ-136" - ცნობილი როგორც "კამიკაძე დრონი", უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთით.

"17 ოქტომბერს, დილის 3:30-დან 6:50 საათამდე, სამხრეთში განადგურდა 15 კამიკაძე დრონი, ასევე სამი საკრუიზო რაკეტა აღმოსავლეთში. ექვსი უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა ოდესის ოლქის თავზე, ხუთი კი მიკოლაივის ოლქის თავზე“, - განაცხადეს საჰაერო ძალებმა.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ირანიდან 2 400 "კამიკაძე" უპილოტო თვითმფრინავი შეუკვეთა.

საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი