ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ, რუსეთის ძალების ლოჯისტიკური პრობლემები უფრო გამწვავდა - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ, სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ძალების წინაშე არსებული ლოჯისტიკური პრობლემები, სავარაუდოდ, უფრო მწვავე გახდა. დაზვერვა წერს, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები გრძელდება და ის მოძრაობისთვის ღიაა. თუმცა, გადასასვლელთან მომლოდინე სატვირთო მანქანების დიდი რიგი რჩება.

გარდა ამისა, განახლებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ უკრაინაში მოქმედი რუსული ძალები, სავარაუდოდ, აძლიერებენ მარიუპოლის გავლით ლოჯისტიკურ მიწოდებას ქერჩის ხიდის შემცირებული სიმძლავრის კომპენსაციის მიზნით.

უწყების ინფორმაციით, ხერსონში რუსეთის ყოფნის დაძაბულობისა და ყირიმის გავლით მიწოდების მარშრუტების დეგრადაციის გამო, სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზი ზაპოროჟიეს ოლქის გავლით უფრო მნიშვნელოვანი ხდება რუსეთის ოკუპაციის მდგრადობისთვის.

დაზვერვის თქმით, ქალაქი მელიტოპოლი არის მიწოდების მარშრუტების კვანძი და მასპინძლობს რუსეთის ავიაციის მთავარ წარმომადგენლობას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი