ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით მიკოლაევი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მიკოლაივის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.

"მიკოლაივს ღამით S-300 ტიპის რაკეტით დაესხნენ თავს, დაარტყეს ორსართულიან სახლს. ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - დაწერა კიმმა ტელეგრამ არხზე. 

08.24 საათისთვის უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი