რუსეთი ზაპოროჟიეს ღამით თავს დაესხა ირანული "შაჰედებით" - უკრაინა

გამოქვეყნდა:

უკრაინა აცხადებს, რომ 18 ოქტომბრის ღამეს რუსები ქალაქ ზაპოროჟიეს თავს დაესხნენ ირანული წარმოების შაჰედ-126 საბრძოლო მასალით. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე სტარუხი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.

მისი თქმით, ერთი რაკეტა საწყობს მოხვდა.

თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი