
უკრაინის პრეზიდენტი დღეს დილით უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებს გამოეხმაურა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა:
"უკრაინა ოკუპანტების ცეცხლის ქვეშაა. ისინი აგრძელებენ იმის კეთებას, რისი კეთებაც ყველაზე კარგად გამოსდით - მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და მკვლელობა. მიკოლაევში მტერმა S-300 რაკეტებით გაანადგურა საცხოვრებელი სახლი. ადამიანი გარდაიცვალა. თავდასხმა იყო ყვავილების ბაზრობაზეც, წაბლის პარკში. საინტერესოა რას ებრძოდნენ რუსი ტერორისტები ამ აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტებზე?
ასეთი ქმედებებით ტერორისტული სახელმწიფო თავისთვის არაფერს შეცვლის. ეს მხოლოდ დაადასტურებს მის დამღუპველ და მკვლელ არსს, რისთვისაც ის აუცილებლად აგებს პასუხს".
დილიდან მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, დაიბომბა კიევი, მიკოლაევი, ხარკოვი.