65 850 ჯარისკაცი, 2 548 ტანკი - უკრაინის გენშტაბის მონაცემები რუსეთის დანაკარგზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 65 850;
  • ​ტანკი - 2 548;
  • ჯავშანტექნიკა - 5 219;
  • საარტილერიო სისტემა - 1 622;
  • სარაკეტო სისტემა - 372;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 188;
  • თვითმფრინავები - 268;
  • ვერტმფრენი - 242;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 276;
  • საკრუიზო რაკეტები - 318;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 985;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 144.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი