
სამშაბათს რუსმა დამპყრობლებმა DTEK Energy-ის ორ ენერგეტიკულ საწარმოს ცეცხლი გაუხსნეს. პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი მძიმე დაზიანებების გამო სასაწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
"DTEK Energy"-ს ადმინისტრაცია და ყველა თანამშრომელი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. ახლობლებს კომპანიისგან ყველა საჭირო დახმარება გაუწევენ", - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ცნობით, ელექტრო ტექნიკა სერიოზულად დაზიანდა.