სამშაბათს კიევში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქის მერის თქმით, სამშაბათს დილით კიევში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მისი თქმით, გარდაცვლილები ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის თანამშრომლები იყვნენ.

"კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა", განაცხადა მერმა ვიტალი კლიჩკომ Telegram-ზე.

კლიჩკომ თქვა, რომ ორი ობიექტი "ძლიერ დაზიანდა".

კიევის მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვა სთხოვეს მას შემდეგ, რაც სამშაბათს ორ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტი დაიბომბა რუსეთის მიერ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი