"უახლოეს დღეებში NATO უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკურ ფორუმზე განაცხადა,  უახლოეს დღეებში ნატო უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ - შევასრულოთ ის, რასაც ალიანსის წევრები დაჰპირდნენ, გავააქტიუროთ და მივაწოდოთ საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო მეტი სისტემა. უახლოეს დღეებში ნატო გადასცემს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს დრონებისგან კონკრეტული საფრთხის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ირანის მხრიდან", - ამბობს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, არცერთმა სახელმწიფომ მხარი არ უნდა დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის გადაცემულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა "ბრძოლის ველზე ვითარება შეცვალეს და სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცეზე კონტროლი დაემყარებინა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი