ირანი ისევ უარყოფს, რომ რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ირანი ისევ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდებას გეგმავს.

"ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ომის გაგრძელებას“, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ნასერ ქანაანიმი.

მისივე მტკიცებით, ირანი მზადაა მოლაპარაკება აწარმოოს უკრაინასთან ამ ბრალდებების გასარკვევად.

შეგახსენებთ, რომ Reuters-მა ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთს დრონების გარდა, რაკეტების მიწოდებას დაჰპირდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი