რუსებმა ენერგო ობიექტი დაბომბეს - კრივოი როგის ნაწილს ელექტროენერგია არ აქვს

გამოქვეყნდა:

რუსებმა კრივოი როგის რეგიონში ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს, რის შედეგადაც რეგიონის მრავალი დასახლება და ინგულეცის მიკრორაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე ვილკული ამბობს, რომ ადგილზე ენერგეტიკოსები მუშაობენ.

"ჩვენ ვეცდებით გამოვიყენოთ ელექტროენერგიის მიწოდების ალტერნატიული სქემები, მაგრამ ამას დრო დასჭირდება", - დასძინა ვილკულმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი