ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთადერთ ელექტროგადამცემ ხაზთან კავშირი აღდგა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა (ZNPP) აღადგინა კავშირი ერთადერთ,  750-კილოვოლტიან ბოლო მოქმედ ელექტროგადამცემ ხაზთან.  ბოლო 10 დღის განმავლობაში კავშირი მესამედ გაწყდა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მათ ექსპერტებს უკრაინელმა პერსონალმა აცნობა, რომ კავშირი თითქმის 18-საათიანი გამორთვის შემდეგ აღდგა.

ZNPP-ის გარე ელექტრომომარაგების წინა ორი გათიშვის დროს - 8 და 12 ოქტომბერს - სადგურის საგანგებო დიზელის გენერატორები უზრუნველყოფდნენ რეაქტორის გაგრილებისთვის საჭირო სარეზერვო ელექტროენერგიას და უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს.

გუშინ ZNPP-მა განაგრძო ელექტროენერგიის მიღება 330-იკილოვატიანი გარე ხაზიდან. სადგურს ახლა ორივე ხაზი აქვს ხელმისაწვდომი, თუმცა ელექტრომომარაგების მდგომარეობა არასტაბილურია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი