ირანმა სამხედრო ტრენერები გაგზავნა ყირიმში, რათა რუსები დრონების გამოყენებაში მოამზადოს

გამოქვეყნდა:

ირანმა გაგზავნა სამხედრო პერსონალი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, რათა მოამზადონ და ურჩიონ რუს სამხედროებს როგორ გამოიყენონ ირანში წარმოებული თვითმფრინავები. ინფორმაციას CNN აშშ-ის დაზვერვის ორი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ თვითმფრინავებს რუსეთი უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებისთვის იყენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების "გაღრმავება" უნდა განიხილებოდეს როგორც "ღრმა საფრთხე".

The Daily Mirror-მა, რომელმაც აღნიშნულზე პირველად გაავრცელა ინფორმაცია ამბობს, რომ 50-მდე ელიტური ჯარის სპეციალისტი განლაგებულია "კამიკაძე დრონების" გამოყენებაში რუსების გასაწვრთნელად.

გამოცემა ამბობს, რომ ისინი ეჭვმიტანილები არიან ზოგიერთ თავდასხმაში, რადგან აკონტროლებდნენ ფრენის გზას და მიზნებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი