
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მას შემდეგ რაც დასავლეთი მათ საზენიტო დანადგარებს მიაწვდის, ირანული დრონების პრობლემა ორ კვირაში მოგვარდება.
"კიევის მიმართულებით ეს დრონები ყირიმიდან მოფრინავს, გუშინ 16 ცალი მოფრინდა და ყველა ჩამოვაგდეთ, გამონაკლისის გარეშე, იმედია მესამე ტალღასაც იგივე ელის, თუმცა ამ დრონების ამბავს ჩვენთვის ერთი უარყოფითი ფაქტორი ახლავს, ჩვენი სარაკეტო მარაგი მალე იწურება. ამ დრონებს რაკეტებით ვებრძვით, რაც ძალიან ხარჯიანი საქმეა, ნაცვლად ამისა გვჭირდება საზენიტო დანადგარები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები მალე მოგვაწვდიან და ამ დრონების პრობლემაც ორიოდე კვირაში მოგვარდება", - თქვა არესტოვიჩმა.
ცნობისთვის, ირანი უარყოფს რუსეთისთვის დრონების გადაცემას, მიუხედავად ამისა, "კამიკაძე" თვითმფრინავებით უკვე არაერთი ქალაქი დაიბომბა.