რუსული სარაკეტო დარტყმები და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები ელექტროსადგურებზე და სხვა ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში არის ტერორისტული აქტები, რომლებიც ომის დანაშაულს უტოლდება - ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით ელექტროენერგიაზე, ომის დანაშაულია.
კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გათიშვა ზამთრის დადგომასთან ერთად - ეს სუფთა ტერორის აქტებია.
და ასე უნდა ვუწოდოთ.",- წერს ფონ დერ ლაიენი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა 10 ოქტომბრის შემდეგ გაანადგურეს უკრაინის ელექტროსადგურების 30%, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მთელ ქვეყანაში.
ამავე თემაზე: