
უკრაინული მედია ბელარუსის საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელარუსის მოქალაქეები მასობრივად იღებენ სამხედრო კომისარიატებიდან უწყებებს, რომ გამოცხადდნენ ადგილზე თითქოსდა მონაცემების დასადგენად.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ ეს "სტანდარტული შემოწმებაა" და ბელარუსში სამობილიზაციო ღონისძიებები არ ტარდება.
„მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ იგზავნება გამოძახებები, ისინი იბარებენ სამხედრო კრებაზე, რომელიც ბრძანების მიხედვით, 21 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე გაიმართება. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ გამოძახებები მიუვიდათ ყოფილ პოლიციელებს, ასევე საჰაერო ძალების წევრებთან“, წერს Беларускі Гаюн.