
ევროპარლამენტმა 2022 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულად „აზროვნების თავისუფლებისთვის“, უკრაინელი ხალხი დაასახელა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები გმირულად იცავენ არა მხოლოდ საკუთარ მიწას და ხალხს, არამედ "სიცოცხლეს რისკავენ ევროპის გულისთვის".
"ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის. ისინი იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებას და კანონის უზენაესობას. ისინი რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს ჩვენთვის", - წერს მეცოლა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სახით უკრაინელი ხალხი პრემიაზე "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ იყო ნომინირებული.