
ტერორი ირანული დრონებით. კრემლი მშვიდობიანი უკრაინელების მკვლელობებს აგრძელებს. 200-მდე თავდასხმა ბოლო დღეების განმავლობაში და ათობით მოკლული ადამიანი. კიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთის არმია სწორედ ირანულ უპილოტო აპარატებს იყენებს და ამ ფაქტის დასადასტურებლად დასავლელი ექსპერტებიც მოიწვია.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკვე ღიად დაფიქსირდება ირანის პასუხისმგებლობის საკითხიც. თუმცა მოსკოვი თეირანისგან დრონების შეძენას აგრძელებს. დაზვერვაზე დაყრდნობით დასავლური მედია ასაჯაროებს კრემლის ახალ გეგმას, რომელიც თვითმკვლელი დრონების გამოყენებას ეხება.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი