
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანც-ვალტერ შტაინმაიერმა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს და წერს, რომ შტაინმაიერი კიევში ჩასვლას 20 ოქტომბერს აპირებდა და რამდენიმე კვირის შეთანხმებული იყო.
გამოცემის ცნობითვე, "კიევში ამ გადაწყვეტილებამ გაღიზიანება გამოიწვია".
"იმ დროს, როცა ფედერალური პრეზიდენტი ვიზიტს აჩერებს, მრავალი საერთაშორისო დიპლომატი და სტუმარია, რომლებსაც კიევში ყოფნა ამ მომენტში სურს" - წერს გამოცემა და ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს ციტირებს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.
ცნობისთვის, კიევი ოკუპანტებმა დღესაც დაბომბეს.