რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C-300-ები და 1 600-მდე სამხედრო გამოიყვანა | NYT

გამოქვეყნდა:

გამოცემა New York Times, დასავლეთისა და ისრაელის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა სირიიდან უკრაინაში თავისი სირიის კონტინგენტისა და S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანა.

ორმა დასავლელმა დიპლომატმა და ისრაელის ერთმა მაღალჩინოსანმა გაზეთს, ანონიმურობის პირობით, განუცხადეს, რომ რუსეთმა სირიიდან ორი ბატალიონი გამოიყვანა, ანუ 1 600-მდე ჯარისკაცი

თუმცა გამოცემამ ყველაზე საყურადღებოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთმა თავისი S-300 უკრაინაში უკვე განათავსა.

"შიში იმისა, რომ S-300 შეიძლება გამოყენებულ იქნას ისრაელის თვითმფრინავების წინააღმდეგ, იყო მთავარი მიზეზი იმის, რის გამოც ისრაელმა დღემდე უარყო უკრაინის მოთხოვნა იარაღის შესახებ", - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, მაისსა და სექტემბერში არაერთხელ გაჩნდა ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში თავისი სირიული კონტიგენტის ნაწილის განთავსებისთვის ემზადება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი