კადიროვი ამბობს, რომ მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ირწმუნება, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არიან. შვილებთაგან უმცროსი 14 წლისაა, უფროსი 16-ის.

"ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ", - ამბობს კადიროვი.

ასევე, კადიროვის თქმით, მისმა შვილებმა მიმართეს "ჩეჩნურ ენაზე მოლაპარაკე შაიტანებს", რომლებიც იბრძვიან უკრაინის მხარეზე, წინადადებით, "გავიდნენ ფრონტის ხაზზე და დაამტკიცონ თავიანთი ევროპული ღირებულებების დაცვა ბრძოლაში".

კადიროვმა თქვა, რომ მისი ვაჟები "რამდენიმე დღეა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში, აქტიურად ეძებენ იჩქერიის ბატალიონების წევრებს".

ცნობისთვის, 3 ოქტომბერს კადიროვმა გამოაცხადა, რომ თავის არასრულწლოვან შვილებს უკრაინის ფრონტის ხაზზე გაგზავნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი