
შვეიცარიის პრეზიდენტი, იგნაციო კასისი უკრაინაში ჩავიდა. მან Twitter-ზე გაავრცელა ფოტო კიევის რკინიგზის სადგურიდან.
"უკრაინაში დაბრუნება - ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანია ომთან, ჰუმანიტარულ ვითარებასთან და ქვეყნის აღდგენისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესახებ მასალების შეგროვება", - წერს კასისი.