ბრიტანული Times და Daily Telegraph -ის ინფორმაციებით, ბორის ჯონსონმა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა სექტემბრის დასაწყისში დატოვა, შესაძლოა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციისთვის იბრძოლოს და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ჯონსონი თვლის, რომ ეს „ეროვნული ინტერესის“ საკითხია - წერს Times.
ამ დროისათვის, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევის ზუსტი წესები ჯერ არ არის ცნობილი.
შეგახსენებთ, დღეს, ლიზ ტრასმა არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.