მუქარა რეალობად იქცა. ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები ოფიციალურად არიან სანქცირებული. ოლიგარქის ძმა და მისი მეუღლე, დეიდაშვილი და მისი შვილი, ოლიგარქის ბიზნესპარტნიორები უკრაინაში ვეღარავითარ ეკონომიკურ საქმიანობას ვეღარ განახორციელებენ.
მათ გაეყინებათ კაპიტალი და შესაძლოა ჩამოერთვათ ქონება. და ოფიციალური კიევის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დასაწყისია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უკრაინის კვალდაკვალ სანქციებს ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც აწესებენ.
სანქცირებულ პირებს მედიასთან კომენტარის გაკეთება არ უნდათ. ისინი ან არ პასუხობენ მთავარ არხს, ან ამბობენ, რომ არაფერი იციან სანქციების შესახებ. რადიკალურად განსხვავებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის პოზიცია.
"ქართული ოცნების" ლიდერები სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, რიგში ჩადგნენ და საკუთარი პატრონის დაცვას და კიევის გაკრიტიკებას ცდილობდნენ.