რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში უკვე 429 ბავშვი მოკლეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 429 ბავშვია დაიღუპა, 1 246-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში - 417, ხარკოვის ოლქში - 259, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 69, ლუგანსკის ოლქში - 64, მიკოლაევის ოლქში - 77, ხერსონის ოლქში - 55, ზაპოროჟიეს ოლქში -68 ლასტროვის ოლქში - 64.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 663 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 326 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი