დაახლოებით 66 750 ჯარისკაცი, 2 573 ტანკი | რუსი ოკუპანტების დანაკარგი 21 ოქტომბრის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 66 750;
  • ​ტანკი - 2 573;
  • ჯავშანტექნიკა - 5 285;
  • საარტილერიო სისტემა - 1 648;
  • სარაკეტო სისტემა - 372;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 189;
  • თვითმფრინავები - 269;
  • ვერტმფრენი - 243;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 325;
  • საკრუიზო რაკეტები - 329;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 006;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 147.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი