ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის "გაგებისკენ" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებისთვის ვიდეომიმართვისას განაცხადა.

"გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ:  ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მოგვიწოდებენ რუსეთის „გაგებისკენ" და ცდილობენ იგნორირება გაუკეთონ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტულ პოლიტიკას. ასეთი ადამიანები არიან სხვადასხვა სფეროში - პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიაში.  რა იწვევს ამას? პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობაა." ამბობს ზელენსკი.

მან გამომცემლები, ავტორები, ბიზნესმენები, საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები და ჟურნალისტები უკრაინაში მიიწვია - "ნახეთ, რას განიცდის ჩვენი ხალხი, კიდევ რა საფრთხეები გვაქვს, ნახეთ და ისაუბრეთ ამაზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ევროპის სხვა ხალხებს. სანამ ტერორისტული სახელმწიფოები ჯერ კიდევ არსებობენ." ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი