ოფიციალური კიევის პასუხი ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობისთვის. ოლიგარქ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა დასანქცირებულია. უკრანის ხელისუფლების გადაწვეტილების გამოცხადების შემდეგ კი "ქართული ოცნება" სრული შემადგენლობით დაირაზმა ივანიშვილის დასაცავად და რაც ყველაზე საგანგაშოა, განცხადებებში, რომლითაც სახელისუფლებო პარტია მეგობარ სახელმწიფოს ესხმის თავს, აშკარად იკითხება, რომ ქვეყნის ინტერესებით ხელისუფლება არც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს.
მმართველი გუნდის საყოველთაო ისტერიის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც წლებია სწავლობენ ქართველი მილიარდერის რუსულ კავშირებს, მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მხოლოდ დროის საკითხია და რაც მთავარია, უკრაინა გამონაკლისი არ იქნება.