
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მასშტაბურ გამოძიებას იწყებს. ოფიციალური კიევი დასავლელ მოკავშირეებს მიმართავს და იმის დადგენას გეგმავს, როგორ აწვდის ირანი საოკუპაციო არმიას მკვლელ დრონებს. არ არის გამორიცხული, გამოძიების მსვლელობისას, რომელიც ერთდუროულად რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, საქართველომაც გაიჟღეროს.
პარტნიორებს ქვეყნის ხელისუფლების მიმართ შეკითხვები აქვთ იმ ირანულ ლაინერთან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცით ისარგებლა და რომლითაც სავარაუდოდ პუტინის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატები მიიღო.