
გახდება თუ არა ბელარუსი კონფლიქტის მხარე უკრაინის წინააღმდეგ? მას შემდეგ, რაც პუტინის მთავარმა მოკავშირემ, ლუკაშენკომ ქვეყანაში კონტრ-ტერორისტული მდგომარეობა გამოაცხადა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაწყებულ ფარულ მობილიზაციაზე.
უკრაინაში მარცხის ზღვარზე მყოფი კრემლის დიქტატორი ახლა ცდილობს ცოცხალი ძალა ბელარუსი სამხედროების ხარჯზე შეავსოს საომარი მოქმედებების პლაცდარმად კი სწორედ ბელარუსის ტერიტორია გამოიყენოს.
კიევის ღამის დაბომბვა და ტერორისტული აქტი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან მოხდა. გომელის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომს სრულად რუსული საოკუპაციო ძალები აკონტრელებენ, ბელარუსული ოპოზიციის თქმით, ეს ტერიტორია ლუკაშენკომ პუტინს სწორედ უკრაინაზე შეტევების განსახორციელებლად გადასცა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: