კულებამ იტალიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა - "ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებს"

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა იტალიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელსაც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება სთხოვა. 

"დღეს იტალიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო. იტალიის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანტონიო ტაიანმა უკრაინაში პირველი საერთაშორისო ზარი გააკეთა. ეს არის ნათელი სიგნალი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციებს.

სინიორ ტაიანიმ დამარწმუნა, რომ იტალიის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი იქნება.
ტაიანას ორი რამ ვუთხარი:
- წარმატებები ვუსურვე;
- ვუამბე დღეს დილით დედაჩემის ზარის შესახებ, რომლის თავზეც ირანის მიერ რუსეთისთვის მიწოდებულმა დრონმა გადაიფრინა და ვთხოვე, რომ უკრაინისთვის იტალიის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი შეიცავდეს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას. ჩვენ ველოდებით მტკიცე გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაადასტურებს ძლიერ პოლიტიკურ სიგნალებს.
ჩვენ ნამდვილად საამაყო ქვეყანა ვართ, არ დავნებდებით და გავიმარჯვებთ. სხვა ქვეყნების დახმარება უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს და დააჩქარებს მთელი ევროპის გამარჯვებას საერთო მტრის წინააღმდეგ" წერს დმიტრო კულება ფეისბუქზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი