აბსოლუტურად მიუღებელია, რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში - იაპონიის პრემიერი

გამოქვეყნდა:

"რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას"-  ამის შესახებ იაპონიის პრემიერმინისტრმა,  ფუმიო კიშიდამ ავსტრალიასთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს განაცხადა.

"უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში. რუსეთის ქმედებები, რომელიც იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას და საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებისთვის და აბსოლუტურად მიუღებელია“, - თქვა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

კიშიდას თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება, კაცობრიობის წინაშე მტრული ქმედება იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი