საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას ეხმაურება.
"ახლახანს მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
უკონკურენტო არჩევნების საუკეთესო ტრადიციები სასამართლოში გაგრძელდა თსუ-ის მერე.
შეგიძლიათ ახლა თქვენც ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა", - წერს სიმონიშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ მოსამართლეთა 31-ე კონფერენციაზე, სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძემ 268 ხმა მიიღო. გვრიტიშვილი კი 267 ხმით აირჩიეს.
ამავე თემაზე: