"ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის ცილისწამება და თავდასხმები, რაც ხდება სასამართლოს წინააღმდეგ", - ამის შესახებ ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემდეგ მედიასთან ისაუბრა:
უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ის ცილისწამება და თავდასხმები, რაც ხდება სასამართლოს წინააღმდეგ და ამაზე უნდა ვიმუშაოთ პირველ რიგში, რომ ყველა დავარწმუნოთ, განსაკუთრებით ჩვენი პარტნიორები, რომ მათ ძალისხმევა გამოიჩინონ არამარტო იმ კუთხით, რომ დააფინანსონ არამარტო ის პროგრამები, რომლებიც აკრიტიკებს და ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ ამას არასამთავრობოები და ლანძღავენ სასამართლო სისტემას, არამედ, ასევე უნდა იყოს ძალისხმევა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში კარგი რა კეთდება, ამისი რეკლამირება უნდა მოხდეს და საზოგადოებას დაანახონ სასამართლო კარგი კუთხითაც... როგორც ოფიციალურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მზად ვარ, ვითანამშრომლო და ჩათვალეთ, რომ გაწვდილი არის ხელი და თუ მორჩება ამ ქვეყანაში იმაზე საუბარი, რომ ეს არის კლანი და თუ არ იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგნორირება, მე ვფიქრობ რომ წაადგება ყველაფერს, - თქვა მურუსიძემ.