
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერგეი შოიგუ ტელეფონით ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს ბენ უოლასს ესაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი უკრაინაში რუსეთის ომს შეეხებოდა.
მანამდე, შოიგუ საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.
სხვა დეტალები უცნობია.