რამდენიმე დღეა საქართველო სრულიად ახალი საერთაშორისო პოლიტიკური რეალობის წინაშეა. ქვეყნის არაფორმალი მმართველი პოლიტიკური ელიტის ერთი ნაწილი, დასანქცირებულია სამარცხვინო ბრალდებით - რუსეთის ხელისუფლებასთან ერთად სისხლიანი ფულის კეთებისა და პუტინის რეჟიმის ირიბად ფინანსური მხარდაჭერის ბრალდებით.
ეს სანქციები ეხება ივანიშვილის მხოლოდ 4 ნათესავს. არაფორმალური და ფორმალური მმართველებიც ერთი და იგივე სიტყვებით ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი უსაფუძვლოა. მაგრამ ფაქტები და ოლიგარქის სანათესაოს საქმიანი კავშირები კრემლის ელიტასთან, სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.
ჩვენი გუნდი ამ რუსულ კავშირებს წლების განმავლობაში იკვლევდა და რამდენიმე რეპორტაჟიც მომზადდა. კონკრეტული რუსი მაღალჩინოსნები, კრემლში გავლენის მქონე პირები ივანიშვილის ნათესავების ბიზნესპარნტიორები იყვნენ. ამას დაემატა უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგ უკვე რამდენიმე შემთხვევა, როცა საქართველოს გამოყენება სანქცირებული რუსული ტვირთების გასატარებლად ხდებოდა. ეჭვები ფაქტად იქცა, ფაქტები მტკიცებულებად.
სავარაუდოა, რომ საჯარო ინფორმაციის წყაროებთან ერთად მოხდა ოპერატიული და სადაზვერვო ინფორმაციის გათვალისწინებაც. რაც აპრობირებული პრაქტიკაა, როცა საუბარია იმაზე, რომ ვიღაცას უნდა გაუყინო ქონება, აუკრძალოს ბანკში ანგარიშის გახსნა, ყიდვა, გაყიდვა. ეს ადამაინის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვაა და ამას არავინ აკეთებს სერიოზული მტკიცებულებების გარეშე. რაც არ უნდა ხშირად გაიმეროეს "ქართულმა ოცნებამ" რუსული პროპაგანდა, ეს ფაქტებს ვერ შეცვლის.
სანქციები ჯერ მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს, მაგრამ ახლა სპეციალური საერთაშორისო საბჭო გამალებით მუშაობს იმაზე, რომ ეს სანქციები ურკაინის მოკავშირე სახლემეწიფოებმაც გაიმეორონ. მოკლედ ოლიგარქისთვის ხავედრის სეზონი დასრულდა და ნამდვილი, სუსხიანი შემოდგომა იწყება.