იჩქერიის დამოუკიდებლობა | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ხელისუფლების მორიგი გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვარი პასუხია კრემლის მიერ ჩატარებულ უკანონო რეფერედუმებზე და 4 რეგიონის უკანონო ანექსიაზე. მაგრამ იმავდროულად კიევის ამ პასუხს არსებობის სრულად ლეგიტუმური საფუძველიც გააჩნია - თუ გაეროს პრინციპებსა და თავად რუსეთის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს გადავხედავთ.

გასულ კვირას უკრაინამ ჩეჩნეთის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ჩეჩნური ბატალიონები დიდი ხანია იმეორებენ, რომ უკრაინის გათავისუფლების შემდეგ, უკვე მათი სამშობლოს გათავისუფლება მოუწევთ. ამის პარალელურად, მართალია ხუმრობით - მაგრამ მაინც, აქტიურად დაიწყეს დასავლეთში იმის გარკვევა რა ბედი უნდა ეწიოს მეორე მსოფლიო ომის მერე ოკუპირებულ კალინინგრადსა და ცოტა უფრო ადრე ფინეთისთვის წართმეულ ტერიტორიებს, ან თუნდაც კურილიის კუნძულებს?

ხოდა ისეთ ხუმრობას რა ვუთხრათ, სიმართლის მწარე მარცვალი რომ არ ერიოს. ერთი სიტყვით, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევითა და მსოფლიო რუკის საკუთარი ნებისდა მხიედვით გადაკეთებით, რუსეთმა ნადმვილად გამოთხარა საკუთარი იმპერიის დასაკლავი დანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი