რუსეთმა ომში, დაახლოებით, 67 940 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 67 940;
  • ​ტანკი - 2 590;
  • ჯავშანტექნიკა - 5 295;
  • საარტილერიო სისტემა - 1 673;
  • სარაკეტო სისტემა - 375;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 189;
  • თვითმფრინავები - 270;
  • ვერტმფრენი - 245;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 370;
  • საკრუიზო რაკეტები - 350;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 044;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 149.

 კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი